суббота, 12 июля 2014 г.

      ელისო კუპატაძის პროექტის პორტფოლიო
      პროექტის სანახავად იხილეთ ბმული
   
                  ტრენინგის მეცხრე დღე

ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო ბოლო დღე.გავიარეთ მერვე მოდული.რომელშიც ვისწავლეთ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ  შევქმნათ პორტფოლიო, ძალიან ბევრი იდეების გამოყენება შეიძლება სასწავლო პროცესში.გავიგეთ თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის დროს.
          ამ კურსის გავლის შედეგად უამრავი სიახლეების შეტანას შევძლებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
           მადლობას ვუხდი ქალბატონ დიანა მიქაძეს,კომუნიკაციისათვის, მოთმინებისათვის, თანადგომისათვის,იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მან ჩვენთან მუშაობის დროს გამოიჩინა.
           ვულოცავ ჩემს მეგობრებს ინტელის ძირითადი კურსის წარმატებით დასრულებას.
წარმატებებს ვუსურვებ აქტიურ პრაქტიკულ მუშაობაში. ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს ............      
                                       ტრენინგს მერვე დღე
დღეს ტრენინგზე ყველაზე მეტად გამახარა  გარდნერის ყოველმხრივი განვითარების თეორიის განხილვამ,რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა მასწავლებლისათვის, რათ მან იგი პრაკტიკაში გამოიყენოს.
ვნახეთ ერთმანეთის მიერ ადაპტირებული შეფასებები, მივეცით უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებს.
    განვიხილეთ სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდები,მოვუსმინეთ ერთმანეთის გამოცდილებას ასეთ მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდების შესახებ.
     კიდევ ერთხელ ელექტრონული წიგნიდან წავიკითხეთ და დეტალურად განვიხილეთ სსსმ მუშაობის მეთოდები.
                                    ტრენინგის მეშვიდე დღე

      ტრენინგი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. დღევანდელი დღით ძალიან
კმაყოფილი ვარ.  გავეცანით ჯგუფის წევრების პრეზენტაციებს. ბევრი სიახლე და ინოვაცია მოვისმინეთ და ვნახეთ. ვისაუბრეთ შეფასების  რუბრიკებზე.

воскресенье, 6 июля 2014 г.

                                     ტრენინგის მე-6 დღე
       
                დღეს საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ.ბევრი რამ საინტერესო და ახალი თემები შევისწავლეთ.განსაკუთრებით  საინტერესო იყო პრეზენტაციის ატვირთვა,  ძალიან დავიღალე.

четверг, 3 июля 2014 г.

                               ტრენინგის მე-5 დღე

მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები,მივეცით ერთმანეთს მითითებები.
გავიარეთ მე-3 მოდული,მივიღეთ რჩევები,როგორ გავაკეთოთ უკუკავშირი.
გავეცანით
        საავტორო უფლებებს
         ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის,როგორ მოვიძიოთ ინტერნეტრესურსები,
 სპეციალიზებული გვერდები.
        ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება "ვორდის ფაილში".

       დღე საკმაოდ დატვირთული იყო.

понедельник, 30 июня 2014 г.

                                ტრენინგის მე-4 დღე


სასიამოვნო და  შრომატევადი იყო დღევანდელი დღე .განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება.მოვისმინე პრეზენტაციები ჩემი მეგობრების,
ყველას წარმატებებს ვუსურვებ.

вторник, 24 июня 2014 г.

                                ტრენინგის მე-3 დღე

გავეცანით პროექტებს
ვიმუშავე  ბუკლეტზე
ვიმუშავეთ ელექტრონულ წიგნში'გავიარეთ მეორე მოდული.მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვები.
გავეცანი 21 საუკუნის უნარ-ჩვევების ლექსიკას.
გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ახალ ვერსიას.
  
            ტრენინგის  1-2 დღე
ჩვენი ტრენინგი დაიწყო  21 ივნისს, ჯგუფი საკმაოდ დიდი ინტერესით შეუდგა მუშაობას.სიახლეების მოლოდინით.ჩვენი მუშაობით კმაყოფილი დავრჩით. ჩვენი ტრენერი ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გვიხსნის და გვასწავლის ახალ მასალას, რაც ზრდის ჩვენს მოტივაციას.
            მომეწონა და საინტერესო არის "ელექტრონული წიგნი"
            უამრავი ახალი ტერმინიც გავიგეთ.მაგალითად "ჩეკლისტი",რუბრიკები,გავეცანით 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს'პორტფოლიოს რუბრიკას' შევქმენით საქაღალდეები პროექტისათვის.ვისწავლე "ბლოგის" შექმნა, რაც საკმაოდ რთული მეგონა,მაგრამ ადვილად მივაღწიე შედგს.